– თუ სისტემა არ დამავალებს, რომ დანაზოგი გავაკეთო, მე ამ დანაზოგს ვერ ვაკეთებ,- ამის შესახებ “ანალიტიკის” ეთერში CFS საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინა გულედანმა საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
ის მხარს უჭერს რეფორმის ამჟამინდელ ვარიანტს და არ ეთანხმება საერთაშორისო- სავაჭრო პალატის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.
– მე პირადად ჩემი შემოსავლების ცუდი მენეჯერი ვარ. მე თუ სისტემა არ დამავალებს, რომ დანაზოგი გავაკეთო, მე ამ დანაზოგს, პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გავაკეთებ. ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც, – აღნიშნა გულედანმა.
მისივე შეფასებით, საპენსიო რეფორმის არსებული ვარიანტით ამოქმედება ბიუჯეტის ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ამჟამად მოქმედი პენსიის იმედზე დარჩენა არ შეიძლება.
გულედანის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ხოლო შობადობა მცირდება, არსებობს რისკები, რომ „რაღაც პერიოდში პენსიონერების რიცხვი გადააჭარბებს სამუშაო ძალას“.
მისივე განცხადებით, ამ სიტუაციისთვის მდგრადობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ბიზნესმედია

