“მძინარე შვილიშვილი მომიკლეს”- რას ამბობს სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

"მძინარე შვილიშვილი მომიკლეს"- რას ამბობს სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიაპანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ახალგაზრდა ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო.

– მძინარე შვილიშვილი მომიკლეს- ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია.

მაჩალიკაშვილის ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი სახლიდან ამოღებულია იარაღი, მათი განმარტებით, მათ ოჯახში არანაირი იარაღი არ იყო.
პანკისის ხეობაში დღევანდელი სპეცოპერაციისას დაკავებული პირები ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში არიან ეჭვმიტანილნი.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიუპოსტი