მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ ერთი, მოსწავლის მშობელია

მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ ერთი, მოსწავლის მშობელიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირიდან ერთი ინციდენტის მონაწილე მოსწავლის მშობელია. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:
“გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.
რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.”