“ოთარ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა დაავადებას ამძიმებს” – ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ

"ოთარ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა დაავადებას ამძიმებს" - ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენთბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. როგორც დაცვის მხარე ამბობს, დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედგებს წარადგენს.

– დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროცესის დახურვას მოვითხოვთ. როგორც ვიცი, ბრალდების მხარეც რამდენიმე მოწმის წარმოდგენას აპირებს. ექსპერტი ცალსახად მიუთითებს, რომ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა მისი დაავადებისთვის დამამძიმებელი და მაპროვოცირებელია, – განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.

მისი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოსამართლემ აბესაძეს აღკვეთის ღონისიძება უნდა შეუცვალოს.

– თუ მოსამართლემ ძალაში პატიმრობა დატოვა, სასამართლო ძალიან არასამართლიანი იქნება, – აცხადებს გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ნიუპოსტი