პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამრთლოში პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა.

გორნაკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი ცალკე წარმოებად წარიმართა. პროცესზე მისმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გორნაკაშვილისთვის 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა თქვა, ზურაბ გორნაკაშვილმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ ბრალდებულს, ირაკლი ბენიას ინფორმაციით, ისინი ჩვენების მიცემაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. ადვოკატი ფიქრობს, რომ შეიძლება სწორედ ეს გახდა საქმისწარმოებიდან გორნაკაშვილის საქმის ცალკე გამოყოფის მიზეზი.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.