პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა – ვის ბინაში დააკავეს სააკაშვილი?

პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა - ვის ბინაში დააკავეს სააკაშვილი?უკრაინული მედია იმ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომლის ბინაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი და სადაც მოხდა მისი დაკავება. მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანი არის პოლკოვნიკი იური პოკინბოროდა, რომელიც უკრაინის შსს-ს მოქმედი მაღალჩიონსანია.

პოკინბოროდა 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე ლუგანსკის ოლქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს კი, ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დაკავება შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში მოხდა, უარყო შს მინსტრის, არსენი ავაკოვის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა. თუმცა უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრი, დეპუტატი ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი მხარდამჭერის ბინაში იმალებოდა