ყაჩაღობა გურჯაანში- ნაცემია ოჯახის უფროსი

ყაჩაღობა გურჯაანში- ნაცემია ოჯახის უფროსიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. მათთან გვიან ღამით, სამი შეიარაღებული პირი შევიდა და ფული და ოქრო მოითხოვა.

ნაცემია ოჯახის უფროსი, გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში კონდახი ჩაარტყეს. სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.