ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე იუსტიციის საბჭოს სასამართლოში უჩივის

ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე იუსტიციის საბჭოს სასამართლოში უჩივისთბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მოსამართლის საქმის განხილვას იწყებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. მაია ბაქრაძის ინტერესებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” იცავს, ორგანიზაციის განმარტებით მაია ბაქრაძემ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს, თუმცა თანამდებობაზე არ დანიშნეს.

მაია ბაქრაძის დაცვის მხარის განცხადებით, ყოფილი მოსამართლე დისკრიმინაციის მსხვერპლი, მისი კრიტიკული განცხადებების გამო გახდა.

– ბაქრაძემ უფლებამოსილების ამოწურვის შედეგ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა მოსამართლეობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ყველა კრიტერიუმს და ყველა მოთხოვნას, საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლედ არ დაინიშნა. განსხვავებული მოპყრობა და დისკრიმინაცია განპირობებულია მაია ბაქრაძის მიერ განსხვავებული აზრით, კრიტიკისა და მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარეობით.- განაცხადა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა მარიამ მხატვარმა.

ნიუპოსტი