ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია

ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგიასაქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.
11 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე, კერძო სექტორმა სწორედ ეს ინიციატივა დააყენა, რადგან ბიზნესი ირწმუნება, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მათ პრობლემებს უქმნის.
– აღნიშნული მიმართულებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბიზნესთან მუშაობა ახსნა-განმარტებით ნაწილში და ასევე იმ ნაწილში, რომ პროცედურულად მარტივი იყოს იმ ფორმების შევსება, რომელიც შესავსებია, თუმცა საბოლოოდ, მთლიანად გუნდი იმსჯელებს – ავანსები მომსახურებაზე მოიხსნება და საქონელსა და მშენებლობაზე დარჩება თუ არა; ეს მსჯელობის თემაა. ვფიქრობ, რომ არ უნდა მოიხსნას. ავანსი ავანსია და ჩვეულებრივად უნდა დაიბეგროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიზნესს ხელოვნური პრობლემა არ უნდა შეექმნას და ამაზე ჩვენ გვაქვს ნამსჯელი, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბიზნესმედია