ქუმსიშვილი – “ძალიან მალე თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში”

ქუმსიშვილი - "ძალიან მალე თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში"პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია.
„ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება, და შესაბამისად, მაქსიმალურად შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაკრედიტების 70 % ლარში არის გადასული.
“ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. “ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბიზნესმედია