ქუთაისში აფთიაქი გაქურდეს

ქუთაისში აფთიაქი გაქურდესგვიან ღამით, ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “იმპექსი” გაქურდეს. თანამშრომლების თქმით, სიგნალიზაცია ჩაირთო და დიდი თანხის წაღება ვერ მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქის ქურდობაზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს.