რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა – ”დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა”, ამბობს დირექტორი

რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა - ”დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა”, ამბობს დირექტორითავისუფლების მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. დირექტორის განცხადებით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.

– არ ვიცი, ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით, იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის, – განაცხადა მაია მიქაძემ.

დირექტორის თქმით, მას სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და ახლა ინგოროყვას კლინიკაში მიდის, სადაც მოსწავლეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმის თქმით, მოზარდს 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და წელის არეში.

15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი