შროშაში ერთი მიკროავტობუსი მოცურდა, მეორე ამობრუნდა

შროშაში ერთი მიკროავტობუსი მოცურდა, მეორე ამობრუნდათბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, უამინდობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა.

რამდენიმე წუთის წინ, ერთი მიკროავტობუსი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მეორე კი ამობრუნდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა და ორივე ადმინისტრაციული წესით გაფორმდება.