პსპ-ს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს “იმედი ელი” დააზღვევს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც უწყება სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებებს ყიდულობდა, სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 მილიონ 761 ათასი ლარი იყო. “იმედი ელმა” კი ეს მომსახურება უწყებას 16 მილიონ 148 ათას ლარად შესთავაზა.
შედეგად, კომპანია შს სამინისტროს 24.669 თანამშრომელს დააზღვევს.
სახელმწიფო შესყიდვაში “იმედი ელის” გარდა “პსპ დაზღვევა” და “ჯიპიაი ჰოლდინგი” მონაწილეობდნენ. ყველაზე დაბალი თანხა სწორედ “იმედი ელმა” წარმოადგინა.
შარშან ამავე ტენდერში პსპ დაზღვევამ გაიმარჯვა. შესყიდვის ღირებულება 16 მილიონ198 ათასი ლარი იყო. მაშინ ამ ფასად პსპ-მა 17 900 თანაშრომელი დააზღვია.
ბიზნესმედია

