გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვაინ ღამით ბენზინგასამართი სადგური დაყაჩაღეს. “ინტერპესნიუსის “ინფორმაციით, წაღებულია 1.000 ლარამდე თანხა. შემთხვევს დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინა.

