პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას პანკისის მკვიდრი დაიჭრა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
პანკისში სოფელ დუისში სპეცოპერაცია დილის 4 საათზე დაიწყო. მასში 50 მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა.
სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ადგილობრივების თქმით, ჩოფანაშვილის დაკავება სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევთან კავშირის გამო მოხდა.
სოფელ დუისში აიყვანეს თემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები, ამჯერად კი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობილიზებული.

