თავისუფლების მეტროსთან დაჭრილ 15 წლის ბიჭს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული

თავისუფლების მეტროსთან დაჭრილ 15 წლის ბიჭს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული„თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილ მოზარდს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. იგი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 15 წლის მოზარდს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულ-მკერდის არეში. ჭრილობები მას სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული:

– პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, გამოხატული იყო ჭრილობა გულმკერდის არეში და წელის არეში, გადაყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ოპერაცია, ოთხი ჭრილობა აქვს, სავარაუდოდ დანით მიყენებული, – აღნიშნა ექიმმა.

ნიუპოსტი