თბილისში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.

დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები და მძღოლი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.