თელავის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს

თელავის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობსამ წუთებში თელავის რაიონულ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დაჭრილი ახალგაზრდის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები ხეობაში სპეცოპერაციის შესახებ კითხავენ.
ამასთან, დუისის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილი.
სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.