თელავში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას გაზის სისტემიდან ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა.
თავდაპირველად დაშავებული თელავის რეფერალურ საავდმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.
ნიუპოსტი

