თელავში სპეცრაზმია მობილიზებული

თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე სპორტკომპლექსში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ამის შესახებ ინფორმაციას “პირველის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება სპეცრაზმელების მობილიზება ამ ტერიტორიაზე.