რუსთავი2-ის ინფორმაციით, თელავში სპორტსკოლასთან დიდი რაოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული. ამ დრომდე უცნობია მათი ადგილზე მისვლის მიზანი. ისინი ამ წუთებში შენობაში შედიან.
ადგილზე იმყოფება თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას დაურეკეს და მისვლა სთხოვეს თუმცა, რასთან დაკავშირებით ტარდება სპეცოპერაცია, ამის დეტალებზე საჩიშვილი არ საუბრობს.
წყარო rustavi2.ge

