თურქეთში მოკლული 36 წლის დავით ალხანაშვილი საქართველოში გადმოასვენეს. ალხანაშვილს ხვალ დაკრძალავენ.
ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა, თუმცა, რამდენიმე წელია, რაც ქვეყანა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალხანაშვილს, იგივე „დათო პანკისსკის” ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და მისი სიკვდილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის სახელს უკავშირდება. ალხანაშვილი ქალაქ სტამბულში, ერთ-ერთ რესტორანთან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 გასროლით რამდენიმე დღის წინ მოკლა.
ინტერპრესნიუსი