ცხინვალში ჯარისკაცი ალან ქელეხსაევი ხელკეტებით ცემეს

ცხინვალში ჯარისკაცი ალან ქელეხსაევი ხელკეტებით ცემესდე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურე ალან ქელეხსაევი რამდენიმე ჯარისკაცმა ცემა. ამის შესახებ მისმა დედამ, ოლესია ყოჩიევამ განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა.
მან დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა და გამოძიების დაწყება მოსთხოვა. დაშავებული ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ იგი ცხინვალში არ იმყოფება და, შესაბამისად, მისი შვილის უსაფრთხოება დაცული არაა.
,,ჩემს შვილს ჯარისკაცებმა დუბინკებით სცემეს. ოპერაცია ჩაუტარდა, ჰემატომია დაუდგინდა. სცემეს მეთაურ გურამის ბრძანებით” – წერს სამხედრო მოსამსახურის დედა.

ქართლი.გე