უკრაინული კომპანია საკუთარ ღვინოს ქართულ პროდუქტად ასაღებდა

უკრაინული კომპანია საკუთარ ღვინოს ქართულ პროდუქტად ასაღებდაუკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების უკრაინული დისტრიბუტორი კომპანია საკუთარი ნაწარმის ქართულ ღვინოდ გასაღებისთვის დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, კომპანია Камянка Глобал Вайн აწარმოებდა ღვინოს უკრაინული პროდუქციით და ეტიკეტზე წარწერებით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ღვინო ქართულია.
მწარმოებელი 7 010 000 გრივნით, დაახლოებით 260 ათასი დოლარით დაჯარიმდა.

Kamyanka Global Wine 2009 წელს დაარსდა. ის პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთში, პოლონეთში და ა.შ.

ბიზნესმედია