უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის კვება 1, 13 ლარი დაჯდება

უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის კვება 1, 13 ლარი დაჯდება2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18-ის ნაცვლად 1 ლარი და 13 იქნება გათვალისწინებული.

საუბარია გლდანზე, სადაც დოკუმენტების მიხედვით, ტენდერზე გამარჯვებული კომპანია ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად 1.13 ლარს დახარჯავს. განცხადება ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატმა, ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ გააკეთა:
– იმ ფონზე, როდესაც კატასტროფულად არის გაუფასურებული ლარი, გაძვირებული საკვები პროდუქტები, კახი კალაძემ დააწესა სირცხვილის ახალი ნიშნული და 1.18 ლარის ნაცვლად ის აპირებს მაგალითად გლდანის რაიონში, რომ 1.13 ლარად გამოკვებოს 6000-ზე მეტი ბენეფიციარი. ეს არის თბილისელების დაცინვა, ეს არის ხალხის დაცინვა, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.