გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” ოჯახის საქმე გამოძიებას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, გაჩეჩილაძეები შესაძლოა სახელმწიფო ქონების მიტაცებაში დაადანაშაულონ. საუბარია დაახლოებით ნახევარმილიონიან ზარალზე, რომელიც სახელმწიფოს მიადგა.
საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიისთვის გადაცემულ 12 ათას მიწის ნაკვეთს, რომელზე მდგომი შენობა ნაგებობები “უცნობის” სიძეს, “სიტროენ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს გიორგი შარაშიძეს გადაეცა. დღეს კი შენობა ნაგებობები დანგრეულია.

