WIZZAIR ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

WIZZAIR ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებსავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება.
Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს.

ბიზნესმედია