მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდა

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდამეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში.

ამ დროისთვის, გიორგი საკარული “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან.

„ახალი თაობა“ გიორგი საკარულს დაუკავშირდა.

– საავადმყოფოში ვარ და გამოკვლევები მიტარდება. მე სერიოზული დაზიანებები არ მაქვს. როგოც ვიცი რიან მძიმედ დაშავებულებიც, – გვითხრა გიორგი საკარულმა.