ალექსი კობაიძე – ”გიორგი ჭანტურიას სახლში მცხეთის ქუჩაზე ჩხრეკა მიმდინარეობს”

ალექსი კობაიძე - ”გიორგი ჭანტურიას სახლში მცხეთის ქუჩაზე ჩხრეკა მიმდინარეობს”თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ამის შესახებ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედი აქვს, რომ დილის 6 საათისათვის მას გაათავისუფლებენ. გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, რადგან დაცვის მხარეს საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა.
– იარაღის ვაზნები ეკუთვნის მამამისს. იარაღს ის კანონიერად ფლობდა რამდენიმე წლის წინ და, შესაბამისად, გიორგის ამ მუხლით ბრალს ვერ წაუყენებენ. ალექსანდრე კობაიძე იმედოვნებს, რომ გიორგი ჭანტურიას მეუღლის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახავენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმძიმდება და გაათავისუფლებენ, – აღნიშნა კობაიძემ.
ადვოკატის თქმით, დაკითხვისას ჭანტურია ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და შეუძლოდ გახდა. ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჭანტურია ქუთათელაძეს მკვლელობის დღეს მართლაც შეხვდა, თუმცა მასთან კონფლიქტი არ ჰქონია.

ინტერპრესნიუსი