ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადადებას ითხოვს

ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადადებას ითხოვსტერორიზმის ხელშეწყობასა დადაფინანსაების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. დაცვის მხარე კი საქალაქო სასამართლოს სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართავს.
ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

დაკავებულის ადვოკატები კი გეგმავენ, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენონ. ადვოკატების განცხადებით, საქმის მასალები, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, მათ გვიან გადაეცათ და გაცნობა ვერ შეძლეს.

„მისი პოზიცია არის იგივე, იგი წარდგენილ დანაშაულში თავს დამნაშავედ არ ცნობს, იყენებს დუმილის უფლებას და ჩვენთანაც აკეთებს განმარტებას, რომ ის დანაშაული მას არ ჩაუდენია, რაც ბრალად შეერაცხა,“ – განაცხადა ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, ანატოლი ბერძენიშვილი ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.

ნიუპოსტი