ანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდაანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობდა, პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ბერძენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვირის დასაწყისში დააკავა, მას ახმედ ჩატაევის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ხელშეწყობასა და ტერორიზმის დაფინანსებას ედავებიან.