ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა

ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა„თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრს ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

წიქარიშვილს 2 კვირიანი პატიმრიობა მიუსაჯეს.

წიქარიშვილს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.

თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი გუშინ, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი გუშინ სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.