თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, დღევანდელი პროცესის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.როგორც მისი ადვოკატი ნონა ფილაური აცხადებს, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ დამატებითი ექსპერტიზა ჩატარებულიყო და პროცესი გადადებულიყო, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც დაცვის მხარისთვის გაუგებარია.
– მოგეხსენებათ, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დამატებითი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. ეს ექსპერტიზები დანიშნულია, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და ველოდით, რომ უკვე დღესვე უნდა მომხდარიყო ბადრაგირება ექსპერტიზაზე, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე. არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა ნონა ფილაურმა.

