20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს, ორთაჭალაში მოკლული იპოვეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ცხედარს ჭრილობა ყელზე აქვს და სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
არსებული ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ დავით ტორიაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
მომხდარის მოტივზე და დეტალებზე ახალგაზრდის ოჯახი არ საუბრობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა.
ნიუპოსტი

