ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან დაიწყება.
რეფორმის შედეგად, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მინიმუმ 5 დღეში იქნება შესაძლებელი.
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეფორმისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისთვის დაახლოებით 2 კვარტალია საჭირო, რის შემდეგაც ის სრულფასოვნად ამოქმედდება.
„ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სმაინისტრი სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14 დღიან პერიოდში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბიზნესმედია

