“ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – ვინ არის თამაზ ქვლივიძე, რომელსაც 3 კაცის დაჭრა ბრალდება და რომელიც 30.000 გირაოთი გამოუშვეს

“ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – ვინ არის თამაზ ქვლივიძე, რომელსაც 3 კაცის დაჭრა ბრალდება და რომელიც 30.000 გირაოთი გამოუშვესთბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30/000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

“ბასიანის” დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

“13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი “ფეისკონტროლის” სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.

სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! – გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას. არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.
სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.
ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ. ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?” – წერს ნაჯა ორაშვილი.

“ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – ვინ არის თამაზ ქვლივიძე, რომელსაც 3 კაცის დაჭრა ბრალდება და რომელიც 30.000 გირაოთი გამოუშვესდაჭრილი ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ თავს დაცულად არ გრძნობს.
„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, „მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული“ და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ მის გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა… ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს.
ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს,რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს”, – წერს კალანდარიშვილი.

ნიუპოსტი