საქსტატის წინაწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5 251.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 063.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 844.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 646.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 197.5 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.7 პროცენტი და იმპორტში 27.5 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 29.6, 27.1 და 30.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.5 პროცენტი (2016 წელს 31.7 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 3 541.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელთან შედარებით 30.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1 180.7 მლნ. აშშ დოლარი (60.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 360.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 43.3 პროცენტი და იმპორტში 29.6 პროცენტი (2016 წელს შესაბამისად 28.9, 34.9 და 27.2 პროცენტი). 2017 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.5 პროცენტი (2016 წელს 24.0 პროცენტი).
ბიზნესმედია

