გამომძიებლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი დატოვეს

გამომძიებლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლი დატოვესპანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილი კრიმინალისტებმა და საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დატოვეს.

სპეციალისტები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახს თითქმის 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ.

ექსპერტებმა ხელახლა აიღეს სპეცოპერაციისას არსებული ნიმუშები, რომელიც, შემდგომში, საგამოძიებო მასალებს დაერთვება.

ნიუპოსტი