გორელებმა „სოკარს“ პროკურატურაში უჩივლეს

გორელებმა „სოკარს“ პროკურატურაში უჩივლესგორელები „სოკარის“ შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივები „საქგორგაზსს“ პროკურატურაში უჩივიან.

მათი განცხადებით საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართეს.

განცხადებაში წერია, რომ გაზმომარაგების კომპანიამ აბონენტებს დეკემბრის თვის გადასახადი ხელოვნურად გაუზარდა და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. წერილს თან ერთვის 500-მდე ხელმოწერა. ანალოგიურ განცხადებას გორელები სემეკშიც შეიტანენ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გახარჯული ბუნებრივი აირის საფასური, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში გაზრდილი ოდენობით დაერიცხა. მოსახლეობის პროტესტი ამ ფაქტმა გამოიწვია. მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, შეხვდენ ენერგოომბუცმენს და ადგილობრივ ხელისუფლებას.