გორში 80 წლის ქალი 53 წლის ქალმა მოკლა

გორში 80 წლის ქალი 53 წლის ქალმა მოკლაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლეს.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოხუცს შეშის ნაჭერი თანასოფლელმა, 50 წელს გადაცილებულმა ქალმა ჩაარტყა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა, 53 წლის ასაკის ქალი, დაზარალებული ოჯახის სიახლოვეს, მარტო ცხოვრობს.