გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, კაცი სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მათივე ცნობით, ბოლო დროს ის მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა.
სოფელ ვაზისუბნის გამგეობაში აცხადებენ, რომ შვილიშვილის დაკარგვის შესახებ და დახმარებისთვის მათ გიორგი დარჩიაშვილის ბებიამ მიმართა. მათივე განცხადებით, დარჩიაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ის სახლიდან მიდის და იკარგება, შემდეგ კი რომელიმე მონასტერში პოულობენ. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე უკვე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

