კახეთში, სოფელ თოხლიაურთან ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც “პირველს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
იმედინიუსის ფოტო

