„კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვა დასჯადი ქმედება ხდება – ბრიფინგი შსს-ში

„კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვა დასჯადი ქმედება ხდება - ბრიფინგი შსს-შიშინაგან საქმეთა სამინისტრი „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს, დასჯადი ქმედება ხდება, როგორც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ასევე ქურდული შეკრების ორგანიზებას და „კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვაც. ამასთან დაკავშირებით დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შსს-მ მომაზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოვებს, კერძოდ საკანონმდებლო ცვლილებები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებასთან.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.