ხაშურის რესტორანში 4 მოსწავლე დაჭრეს

ხაშურის რესტორანში 4 მოსწავლე დაჭრესოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ეკა გოგოლაძის ინფორმაციით, ხაშურში ახალგაზრდების დაჭრა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
– მთელი კლასი იყო თანაკლასელის დაბადების დღეზე. როგორც ინფორმაცია მაქვს, სხვა „კუპეში“ სხვა ჯგუფი იყო და დაჭრეს ჩვენი ბავშვები. ბავშვებმა არაფერი იციან. ყველაფერი მოხდა რამდენიმე წუთში, ნახეს უკვე დაჭრილი თანაკლასელები. ორი ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში, დანარჩენები არიან პოლიციის განყოფილებაში, – განაცხადა ეკა გოგოლაძემ.
ხაშურში რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისას 4 მოსწავლე დაშავდა. ორ მათგანს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს. რაც შეეხება ბასრი საგნით დაჭრილ კიდევ ორ არასრულწლოვანს, ისინი კლინიკაში რჩებიან.