ხობში ავარიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა

ხობში ავარიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლახობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაშია მეორე დაშავებულიც, დანარჩენი ოთხი პირის მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლების ავტომანქანა ავარიაში დღეს მოყვა. შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა.

ნიუპოსტი