ხობში პოლიციელთა მანქანა ავარიაში მოჰყვა – 1 პოლიციელი გარდაიცვალა

ხობში პოლიციელთა მანქანა ავარიაში მოჰყვა - 1 პოლიციელი გარდაიცვალახობის რაიონის სოფელ ხამისქურში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლების ავტომანქანა ავარიაში მოყვა.

შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მოგვიანებით ერთ-ერთი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველს” ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ავარიისას 6 ადამიანი დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.