2 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს კიდევ 2 მოზარდი იყო დაჭრილი.
,,კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი ექიმის დახმარება დაჭირდა. ხოლო რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის მსუბუქად იყო დაშავებული.
დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატების თქმით, საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ისინი კომპლექსური ექსპერტიზას მოითხოვენ თუ რამდენი არასრულწლოვანი მონაწილეობდა საქმეში.
მათივე განცხადებით, არასრულწლოვნების საქმის გამოძიება არასრულფასოვნად მიმდინარეობს.
– როდესაც გამოძიება არის არასრულფასოვნად ჩატარებული ყოველთვის ჩნდება საფრთხეები საქმეზე არ დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება, – აცხადებს ადვოკატი.
ოფიციალური უწყება კი გამოძიების დასრულებამდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ნიუპოსტი

