მაგთის უმსხვილესი აქციონერები გია ჯოხთაბერიძე და პატარკაციშვილების ოჯახია

მაგთის უმსხვილესი აქციონერები გია ჯოხთაბერიძე და პატარკაციშვილების ოჯახიაკომპანია „მაგთიკომი“ 1996 წელს დაარსდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. „მაგთიკომის“ მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:
International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.
კომპანიის 51%-იან წილს International Telcell Celular ფლობს, 49%-ს კი Telcell Wireless. ორივე დელავერში (აშშ) რეგისტრირებული კომპანიაა. მათი ნაწილი ასევე დელავერში რეგისტრირებული კომპანია MIG- ს ეკუთვნის.
“მაგთიკომის” დამფუძნებელი და International Telcell Celular-ის მფლობელი ბიზნესმენი გია ჯოხთაბერიძეა.
დანარჩენი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  მონაცემებით, შპს „ტელსელ უაირლეს კომპანიის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: ინა გუდავაძე (ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი), ლიანა ჟმოტოვა, ზურაბ გოჯიაშვილი, ალექს ანჩაბაძე, ნოდარ აღდგომელაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ზურაბ გოჩიტაშვილი, თინათინ ლომაძე, ეკატერინე არდგომელაშვილი, ლეილა გაჩეჩილაძე, ნინო ვასილევა, მაია ჭავჭანიძე,  გიორგი ჯოხთაბერიძე,   ნათელა პატარკაციშვილი,   ლია პატარკაციშვილი,  ჯამალ ხანი, ალან მაკინტოში, ედვარდ სპენსერ ჩერჩილი, დევიდ როსსი, ჰიუ ოსმონდი, მარკ ჯონასი და კომპანია „Capital Management & Investment PLC“.

ბიზნესმედია