მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადა აშენდება

მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადა აშენდებათბილისის მერიამ მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებზე, სავარაუდოდ, 4,3 მილიონ ლარი უნდა დაიხარჯოს. დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3 თებერვლიდან შეეძლებათ, პროცესი 5 დღეს გასტანს და 8 თებერვალს დასრულდება.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები წერილობითი დავალების მიცემიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს, მხსვილი პროექტების შესრულების გამცდილება.

ბიზნესმედია